- ლოგოპედი ზრუნავს აღსაზრდელთა მეტყველების სწორ ჩამოყალიბებაზე.
- პირველ ეტაპზე, ბავშვთა არტიკულაციის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, იკვლევს ხომ არ არის გამოკვეთილი მეტყველების ნაკლოვანებები. საჭიროების შემთხვევაში, ბავშვთან ინდივიდუალრი მუშაობის გზით, ასწორებს მეტყველების ნაკლოვანებებს.
- ფსიქოლოგის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.
თითოეული ასაკობრივი პერიოდის ფსიქოლოგიური თავისებურებების შესწავლის საფუძველზე შემუშავებულია ისეთი პედაგოგიური რეკომენდაციები, რომელთა გამოყენება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ბავშვის პიროვნების ნორმალური და ყოველმხრივი განვითარებისათვის ოპტიმალური პირობები.
- გეგმავს და ეხმარება აღმზრდელს განახორციელოს განმავითარებელი აქტივობები ამა თუ იმ ფსიქოლოგიური ბარიერის დასაძლევად.
- აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან.