- სკოლამდელი ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია, ამიტომ სწავლება მიდის თამაშით
- 2- 6 წლამდე ასაკის ბავშვის აღზდისა და განათლებისთვის ყველაზე ეფექტური და თანამედროვე გზა თემატური სწავლებაა.
- თემატური სწავლება მოიცავს: – დრამატულ აქტივობებს, კულინარიას, მათემატიკური წარმოსახვების განმავითარებელ აქტივობებს, წიგნიერებასა და მეტყველებას, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განმავითარებელ აქტივობებს, სენსორულ აქტივობებს, კვლევებისა და აღმოჩენების ცენტრში მუშაობას.
- თემატური სწავლების ფარგლებში პატარები სწავლობენ ცეკვას, სიმღერას, ინგლისურს, რუსულს, არტთერაპიას.
- არტთერაპიის აქტივობა მიმართულია მენტალური და ემოციური ჯანმრთლეობის გასაუმჯობესებლად. იგი საშუალებას იძლევა ხელოვნების გზით პატარებმა გადმოსცენ საკუთარი ემოციები და განცდები.წარმოადგენს თვით გამოხატვის საუკეთესო საშუალებას. ყურადღება გამახვილებულია ნატიფი მოტორიკის განვითარებაზე. გამოიყენება აკვარელისა და გუაშის საღებავები, პასტელის ფანქრები, ცარცი, თექა, თიხა.
- უცხო ენებს ჩვენი ბაღის აღსაზრდელები თამაშითა და სიმღერებით სწავლობენ.
- ჩვენი პატარების მუსიკალურ აღზრდაზე ზრუნავს ნუცა ჯანელიძე